პროექტის შესახებ
პროექტის “სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის” მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას, სასამართლო სისტემის ინოვაციური მეთოდოლოგიით შეფასების გზით. გამომდინარე აქედან, საქართველოს სასამართლოს გუშაგის გუნდმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია და ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზე ქულათა სისტემით შეფასდა საერთო სასამართლოების ეფექტიანობა.
სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის მეთოდოლოგიაზე მუშაობა თავდაპირველად 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდგომ საქართველოს სასამართლოს გუშაგმა მეთოდოლოგიის პილოტირების მიზნით შეაფასა 5 სასამართლო, რის შემდგომაც გარკვეული ცვლილებები განიცადა ინდექსის მეთოდოლოგიამ. ამის შემდგომ დაიწყო საერთო სასამართლოების სისტემური შეფასების პროცესი, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გზით მონაცემების შეგროვებას, არამედ ვიზიტებს საქართველოს ყველა სასამართლოში.
პირველადი შედეგების და კვლევის სტრუქტურის გაცნობის მიზნით ორგანიზაციამ ჩაატარა ორი დახურული შეხვედრა ადვოკატებთან, ყოფილ მოსამართლეებთან და ექსპერტებთან. შეხვედრების საფუძველზე ცვლილებები შევიდა ქვეინდიკატორებსა და კრიტერიუმებში.
ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგი” მადლობას უხდის ყველა იმ პირს, რომელმაც წვლილი შეიტანა სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის მომზადებაში.
კვლევის და მეთოდოლოგიის თანაავტორი
ნაზი ჯანეზაშვილი
საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.
კვლევის და მეთოდოლოგიის თანაავტორი
ანა ჩიქოვანი
სასამართლოს გუშაგის სამართლებრივი კონსულტანტი.
მკვლევარი
სალომე კვირიკაშვილი
საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანალიტიკოსი.
მკვლევარი
მეგი შამათავა
საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანალიტიკოსი.
კვლევის მეთოდოლოგიის თანაავტორი
გიორგი ტოკლიკიშვილი
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანაავტორი. CTC-ს ადგილობრივი და რეგიონული განვითარების პროგრამის მენეჯერი.
კვლევის და მეთოდოლოგიის თანაავტორი
მაია ბაქრაძე
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
კვლევის და მეთოდოლოგიის თანაავტორი
ელენე სიჭნავა
იურისტი, ორგანიზაცია ილიასის დირექტორი.
კვლევის ასისტენტი
მარიამ სხილაძე
საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტის ასისტენტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
თათია ლომთაძე