3 ქულა – ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ქვეყნდება შეფასების ობიექტის საქმიანობის ანგარიშები.
2 ქულა – ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოქვეყნდა შეფასების ობიექტის საქმიანობის ანგარიში.
1 ქულა – ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოქვეყნდა შეფასების ობიექტის საქმიანობის ანგარიში.
უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშები
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 0 ქულა
უზენაეს სასამართლოს პლენუმს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ევლება, რომ „მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ“, თუმცა, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ 2018 წლის ანგარიში.
შეფასება - 1 ქულა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულია 2 დოკუმენტი „სასამართლო სისტემის საქმიანობის ანგარიშის“ სახით. პირველი დოკუმენტი მოიცავს 2013-2017 წლებს, ხოლო მეორე 2017-2019 წლებს.
შეფასება - 1 ქულა
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულია საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2017-2020 წლების საქმიანობის ანგარიშები.
შეფასება - 2 ქულა
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის 2017-2021 წლების საქმიანობის ანგარიშები.