3 ქულა – არსებობს სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მოქმედი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და გამოქვეყნებულია შესრულების ანგარიში.
2 ქულა – არსებობს სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მოქმედი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
1 ქულა – არსებობს სასამართლო სისტემის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მოქმედი სტრატეგია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 0 ქულა
სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია შემუშავდა 2018 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ[1]. დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ სასამართლოს აპარატის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლები, ასევე, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. დოკუმენტში განხილულია კომუნიკაციის ტიპები, ასევე, საკომუნიკაციო საშუალებების, არხების, ინსტრუმენტების მრავალფეროვანი ნაკრები, რომელთა გამოყენების მიზნობრიობა უკავშირდებოდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. აღნიშნული სტრატეგია მოქმედებდა 2021 წლამდე.
ამის შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აღარ დაუმტკიცებია. ასევე, არ არის გამოქვეყნებული საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შესრულების ანგარიში.