4.8 მოსამართლის შრომის ანაზღაურების განსაზღვრულობა კანონით
33.33%

3 ქულა –მოსამართლის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ფიქსირებული ოდენობა დადგენილია ორგანული კანონით.

2 ქულა – მოსამართლის თანამდებობრივი სარგო და დანამატის გაცემის ძირითადი პრინციპები დადგენილია ორგანული კანონით.

1 ქულა –მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ფიქსირებული ოდენობა დადგენილია ორგანული კანონით. 

საქართველოს პარლამენტი

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი

საქართველოს პარლამენტი

შეფასება - 1 ქულა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლით განსაზღვრულია მოსამართლეთა ფიქსირებული თანამდებობრივი სარგო. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს მოსამართლის დანამატის ოდენობას პირველ და მეორე ინსტანციებში; ხოლო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანამატს, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ადგენს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. შესაბამისად, მოსამართლის დანამატის ფიქსირებული ოდენობა ან მისი გაცემის ძირითადი პრინციპები არ არის  დადგენილი ორგანული კანონით.