3 ქულა – მოსამართლეებისთვის მოსამართლეების მიერ დამტკიცებულია ეთიკური ქცევის წესები, ხელმისაწვდომია განმარტებითი სახელმძღვანელო და შექმნილია სამოსამართლო ეთიკის საბჭო.
2 ქულა – მოსამართლეებისთვის მოსამართლეების მიერ დამტკიცებულია ეთიკური ქცევის წესები, ხელმისაწვდომია განმარტებითი სახელმძღვანელო ან შექმნილია სამოსამართლო ეთიკის საბჭო.
1 ქულა – მოსამართლეების მიერ დამტკიცებულია ეთიკური ქცევის წესები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 1 ქულა
2021 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ დაამტკიცა სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესები, რომელიც ხელმისაწვდომია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდებზე. მოსამართლეებისთვის დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ეთიკის წესების განმარტებითი სახელმძღვანელო და არ არის შექმნილი სამოსამართლო ეთიკის საბჭო.