3 ქულა – დამტკიცებულია შეფასების სისტემა, გაწერილია კრიტერიუმები, პროცედურები, შეფასების პერიოდი, გათვალისწინებულია მოსამართლის მიერ მოსაზრების გამოთქმის და გასაჩივრების შესაძლებლობა, შეფასება ხდება დადგენილი პერიოდულობით.
2 ქულა – დამტკიცებულია შეფასების სისტემა, გაწერილია კრიტერიუმები, პროცედურები, შეფასების პერიოდი, გათვალისწინებულია მოსამართლის მიერ მოსაზრების გამოთქმის და გასაჩივრების შესაძლებლობა. შეფასება ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი პერიოდულობის დარღვევით.
1 ქულა – არსებობს შეფასების წესი, რომელშიც გაწერილია შეფასების კრიტერიუმები, პროცედურები, შეფასების პერიოდი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები და საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 1 ქულა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ, 2011 წელს დამტკიცებულია საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესი, რომლის მიზანია საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის, მოსამართლეთა დატვირთვის, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების საპროცესო ვადების დაცვის კონტროლისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, მოსამართლეთა წახალისება; მიუხედავად მოსამართლეთა შეფასების წესის არსებობისა, აღნიშნული წესი არ ითალისწინებს მოსამართლისმიერ მოსაზრების გამოთქმისა და გასაჩივრების შესაძლებლობას, ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს პერიოდულად (6 თვეში ერთხელ, როგორც ეს მის მიერ არის დადგენილი) არ აფასებს.