4.3 მოსამართლეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებების სისტემური შეფასება
66.67%

3 ქულა – იუსტიციის უმაღლესი სკოლა ყოველწლიურად იკვლევს მოსამართლეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს.

2 ქულა – იუსტიციის უმაღლეს სკოლას ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გამოკვლეული მოსამართლეთა პროფესიული განვითარების საჭიროებები.

1 ქულა – იუსტიციის უმაღლეს სკოლას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გამოკვლეული მოსამართლეთა პროფესიული განვითარების საჭიროებები.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საჯარო ინფორმაცია  

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

შეფასება - 2 ქულა

იუსტიციის უმაღლეს სკოლას არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, ყოველწლიურად აწარმოებს თუ არა მოსამართლეთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევას. მისი განმარტებით, კვლევის ჩატარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მიიღებენ მსმენელთა ახალ ჯგუფს; ამ მიზნით მოსამართლეთა  გამოკითხვა ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა 2021 წლის 26 სექტემბრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით. მოსამართლეთა მიერ იდენტიფიცირებული თემები მოიცავდა: ადამიანის უფლებათა ევროპულ და საერთაშორისო სამართალს, საკონსტიტუციო სამართალს, ზოგად საკითხებს (ლიდერობა და მენეჯმენტი, დანაშაულის ფსიქოლოგია, მოსამართლის პროფესიული უნარები, შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტები  და სხვ.), საგადასახადო, სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალს.