3 ქულა – ყველა მოსამართლეს ყოველწლიურად უტარდება იუსტიციის სკოლის მიერ მოსამართლეთა გამოკითხვის შესაბამისად დაგეგმილი სწავლება პროფესიული ცოდნის განსავითარებლად. ინდივიდუალური მოსამართლისთვის ჩატარებული სწავლების შესახებ ინფორმაცია მუშავდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ.
2 ქულა – მოსამართლეებს ყოველწლიურად უტარდებათ იუსტიციის სკოლის მიერ მოსამართლეთა გამოკითხვის შესაბამისად დაგეგმილი სწავლება პროფესიული ცოდნის განსავითარებლად.
1 ქულა – მოსამართლეებს ყოველწლიურად უტარდებათ იუსტიციის სკოლის მიერ დაგეგმილი სწავლება პროფესიული ცოდნის განსავითარებლად, რომელიც არ ეფუძნება მოსამართლეთა გამოკითხვის შედეგებს.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 2 ქულა
მოსამართლეებს ყოველწლიურად უტარდებათ იუსტიციის სკოლის მიერ მოსამართლეთა გამოკითხვის შესაბამისად დაგეგმილი სწავლება პროფესიული ცოდნის განსავითარებლად;
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით: „2021 წელს 723-მა, ხოლო 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 428 მოსამართლემ გაიარა გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგი. თუმცა აღნიშნული ჯამური რაოდენობა წარმოადგენს სტატისტიკურად დამუშავებულ რიცხვს, რაც გულისხმობს, რომ ჯამურ რაოდენობაში ერთი და იგივე მოსამართლე შესაძლოა, რამდენჯერმე მეორდებოდეს, რადგან წლის განმავლობაში ესწრებოდა იუსტიციის სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგს.“ აღნიშნული პასუხიდან ირკვევა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა ინდივიდუალური მოსამართლისთვის ჩატარებული სწავლების შესახებ ინფორმაციას არ ამუშავებს.