3.6 რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა
0%

3 ქულა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ 6 თვეში ერთხელ და ამ ინფორმაციას აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

2 ქულა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ წელიწადში ერთხელ და ამ ინფორმაციას აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

1 ქულა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ წელიწადში ერთხელ მაინც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საჯარო ინფორმაცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

შეფასება - 0 ქულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არცერთი დღის წესრიგი არ შეიცავს სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ  რომელიმე თავმჯდომარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განხილვის შესახებ საკითხს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღია სხდომაზე არ განიხილავს თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ და არც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არის განთავსებული აღნიშნული ინფორმაცია.