3 ქულა – მოსამართლეთა საერთო რიცხოვნობა შესაბამისობაშია მოსახლეობის რაოდენობასთან, თანაფარდობით 2/10000.
2 ქულა – მოსამართლეთა საერთო რიცხოვნობა შესაბამისობაშია მოსახლეობის რაოდენობასთან, თანაფარდობით 2/12000.
1 ქულა – მხოლოდ მოსამართლეთა საერთო რიცხოვნობა შესაბამისობაში მოსახლეობის რაოდენობასთან, თანაფარდობით 2/14000.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 0 ქულა
საქართველოში მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 3,688,600-ს . CEPEJ-ს სტანდარტების მიხედვით, აღნიშნული რაოდენობა საჭიროებს 737 მოსამართლეს. მიმდინარე მონაცემებით, ამჟამად სულ 335 მოსამართლე (უზენაესი სასამართლოს ჩათვლით) ახორციელებს უფლებამოსილებას. ამის პარალელურად კი არის, დაახლოებით, 100 ვაკანტური ადგილი. მოსამართლეთა საერთო რიცხოვნობა, მოსახლეობის რაოდენობასთან თანაფარდობით 2/12000-ზე, იქნებოდა 614. ხოლო, მოსამართლეთა საერთო რიცხოვნობა, მოსახლეობის რაოდენობასთან თანაფარდობით 2/14000-ზე, იქნებოდა 526. საქართველოს საერთო სასამართლოების რაოდენობა CEPEJ-ს მიერ დადგენილი სტანდარტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სასამართლოს განსჯადობასთან დაკავშირებით განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის. |