1.4 სამართალწარმოების ვადების დაცვის გამჭვირვალობა
33.33%

3 ქულა – ბოლო სამი წლის განმავლობაში სასამართლო ყოველწლიურად აქვეყნებს შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობას საქმეთა კატეგორიების მიხედვით.

2 ქულა – ბოლო სამი წლის განმავლობაში სასამართლო ყოველწლიურად აქვეყნებს შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობას სამართლის დარგების მიხედვით.

1
ქულა – ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც არის გამოქვეყნებული მონაცემები შემოსული, დასრულებული ან ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობის შესახებ სამართლის დარგების ან კატეგორიების მიხედვით.

რაიონული (საქალაქო), სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო

სასამართლოს ვებგვერდი

თბილისის საქალაქო სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ 2020-2021 წლების მონაცემები, რომლებიც, მართალია, მოცემულია დეტალურად, საქმეთა კატეგორიების მიხედვით.

რუსთავის საქალაქო სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლომ ყოველწლიურად გამოაქვეყნა შემოსული, დასრულებული და დარჩენილი საქმეების რაოდენობა, თუმცა არა საქმეთა კატეგორიების, არამედ მხოლოდ სამართლის დარგების მიხედვით, არასრული სახით, ვინაიდან ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა მითითებული არ არის.

 

შენიშვნა:შეფასება მოიცავს ასევე გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ 2020-2021 წლების მონაცემები, რომლებიც მოცემულია თვეების მიხედვით და ზოგადი სახით, სამართლის დარგების მიხედვით. გარდა ამისა, არ არის გამოქვეყნებული ნაშთად დარჩენილ საქმეთა რაოდენობა.

შენიშვნა:შეფასება მოიცავს ასევე ხობის მაგისტრატ სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ 2020-2021 წლების მონაცემები რიგ შემთხვევებში საქმეთა კატეგორიების, ხოლო რიგ შემთხვევებში სამართლის დარგების მიხედვით. ხოლო, 2022 წელს გამოქვეყნებული ინფორმაცია ასახავს მხოლოდ ამავე წლის იანვარი-ივნისის სტატისტიკას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობის შესახებ მონაცემები არცერთ შემთხვევაში არ არის მითითებული.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. ამ პერიოდის ფარგლებში მითითებულია მხოლოდ 2022 წლის მონაცემები განხილული საქმეების შესახებ, სადაც არ არის მოცემული შემოსული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

 

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე გარდაბნის ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოებს. 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია შემოსულ და დასრულებულ საქმეთა რაოდენობა, სამართლის დარგის მიხედვით, რომელიც ასახავს მხოლოდ 2020 წლის მონაცემებს კვარტალური სახით. ამავე დროს, საერთოდ არ არის გამოქვეყნებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ონის მაგისტრატ სასამართლოს. 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ 2020 და 2022 წლის მონაცემები არასრული სახით, ვინაიდან რიგ შემთხვევაში მითითებულია მონაცემები კატეგორიების მიხედვით, რიგ შემთხვევებში კი – სამართლის დარგების მიხედვით. ამავე დროს, საერთოდ არ არის გამოქვეყნებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

 

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოს. 

ახალციხისრაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. მითითებულია მხოლოდ კვარტალური მონაცემები სამართლის დარგების მიხედვით. ამასთანავე, არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილ საქმეთა რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოს. 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ შემოსულ და დასრულებულ საქმეთა რაოდენობა  სამართლის დარგების მიხედვით, რაც ბოლო 3 წლის პერიოდიდან ასახავს მხოლოდ 2020 წლის მონაცემებს. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეთა რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე მარნეულისა და დმანისის მაგისტრატ სასამართლოს. 

გორის რაიონული სასამართლო

შეფასება - 0 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. შემოსული და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, ნაშთის მითითების გარეშე, ვებგვერდზე (არარელევანტურ განყოფილებაში) ბოლოს განთავსდა 2018 წელს.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე კასპის მაგისტრატ სასამართლოს. 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

შეფასება - 0 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. შემოსული და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, ნაშთის მითითების გარეშე, ვებგვერდზე ბოლოს განთავსდა 2015 წელს.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ლაგოდეხისა და ყვარელის მაგისტრატ სასამართლოებს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. 2020 წელს წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები კვარტალურად, ხოლო 2021 -2022 წლების ანგარიშები ასახავს მხოლოდ შემოსულ და დასრულებულ საქმეთა შესახებ ინფორმაციას. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილ საქმეთა რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე თერჯოლისა და ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოებს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

შეფასება - 2 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიების დარგების მიხედვით. კერძოდ, 2020-2021 წლებში გამოქვეყნებულია ინფორმაცია მხოლოდ საქმეთა კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს კი – სამართლის დარგების მიხედვით.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის  მაგისტრატ სასამართლოებს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

შეფასება - 0 ქულა

დასახელებული ინფორმაცია საერთოდ არ არის განთავსებული სასამართლოს ვებგვერდზე.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე წალკის მაგისტრატ სასამართლოს.

თელავის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. მხოლოდ 2020-2021 წლების მონაცემებია წარმოდგენილი სამართლის დარგების მიხედვით. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ახმეტის მაგისტრატ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლო

შეფასება - 0 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. შემოსული და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, ნაშთის მითითების გარეშე, ვებგვერდზე ბოლოს განთავსდა 2011 წელს.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაგისტრატ სასამართლოებს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. წარმოდგენილია მხოლოდ 2020 წლის მონაცემები სამართლის დარგების მიხედვით.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოებს.

სამტრედიის რაიონული სასამართლო

შეფასება - 0 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. შემოსული და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია, ნაშთის მითითების გარეშე, ვებგვერდზე ბოლოს განთავსდა 2015 წელს.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ვანისა და ხონის მაგისტრატ სასამართლოებს.

საჩხერის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიების მიხედვით. წარმოდგენილია ყოველწლიური მონაცემები მხოლოდ სამართლის დარგების მიხედვით. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. განთავსებულია მონაცემები ყოველთვიურად – რიგ შემთხვევებში კატეგორიების, ხოლო რიგ შემთხვევებში სამართლის დარგების მითითებით. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე აბაშისა და მარტვილის მაგისტრატ სასამართლოებს.

სიღნაღის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. 2020 2021 წლებში გამოქვეყნებულია ყოველწლიური მონაცემებ, ძირითადად, სამართლის დარგების მიხედვით, ხოლო 2022 წლის მონაცემი კვარტლური სახით არის წარმოდგენილი. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაგისტრატ სასამართლოებს.

ცაგერის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. 2020 წელს გამოქვეყნებულია სამართლის დარგების მიხედვით ყოველთვიური და კვარტალური ინფორმაცია, ხოლო 2021-2022 წლებში – ყოველწლიური ინფორმაცია.  არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა თუ სამართლის დარგების მიხედვით. გამოქვეყნებულია 2020 წლის კონკრეტული თარიღის მიხედვით მონაცემები სამართლის დარგების მიხედვით. 2021 წლის მონაცემი წარმოდგენილი მხოლოდ 2021 წლის 22 მარტის მდგომარეობით. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ქარელის  მაგისტრატ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიების მიხედვით. სასამართლომ განათავსა ინფორმაცია მხოლოდ სამართლის დარგების მიხედვით.

შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო

შეფასება - 3 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლომ ყოველწლიურად გამოაქვეყნა შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა მიხედვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

შეფასება - 3 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლომ ყოველწლიურად გამოაქვეყნა შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიებისა მიხედვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

შეფასება - 1 ქულა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასამართლოს ყოველწლიურად არ გამოუქვეყნებია შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა საქმეთა კატეგორიების მიხედვით. სასამართლოს არ განუთავსებია 2022 წლის მონაცემები სრულად, სამართლის ყველა დარგის მიხედვით. არ არის მითითებული ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა.