3 ქულა – გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის და განსჯადობის შესახებ.
2 ქულა – გამოქვეყნებულია ინფორმაცია სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის და განსჯადობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც წარმოდგენილია სრული სახით.
1 ქულა – გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ან განსჯადობის შესახებ.
რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოები
სასამართლოს ვებგვერდი
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით განთავსებულია სრული ინფორმაცია: „საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ტიპის დავებს განიხილავენ მაგისტრი მოხელეები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე და 37-ე თავების შესაბამისად). ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიები.“
შეფასება - 1 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით განთავსებულია არასრული ინფორმაცია: არ არის მითითებული, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც შეიძლება გავრცელდეს და ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „შეიქმნა რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: აღწერილია, რა კატეგორიის საქმეებს განიხილავს მაგისტრი მოხელე; თუმცა, მხოლოდ ზოგადი სახით არის მითითებული ინფორმაცია გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოსთან დაკავშირებით – მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს; ასევე, აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლეს უფლება აქვს, განიხილოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/175 გადაწყვეტილებით ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: აღნიშნულია, რომ ფოთის საქალაქო/ხობის მაგისტრატი სასამართლო განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველ ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით მითითებულია, რომ ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს; შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: აღნიშნულია, რომ „სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოების გაერთიანების პროცესი 2010 წელსაც გაგრძელდა. გაერთიანებული სასამართლოს სტატუსით ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 22 სექტემბრიდან სარგებლობს. მასთან ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოები გაერთიანდნენ.“
სასამართლოს განსჯადობასთან დაკავშირებით განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე გარდაბნის ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „ამბროლაურის რაიონული (გაერთიანებული) სასამართლო და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „ამბროლაურის რაიონული სასამართლო – პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. […] მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ონის რაიონში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ონის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2007 წლის 1 მარტიდან სასამართლოს რეფორმის ფარგლებში ახალქალაქის რაიონული სასამართლოსთან გაერთიანებულია ნინოწმინდის რაიონული სასამართლო. გაერთიანებული ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „ახალქალაქის რაიონული სასამართლო – პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2009 წლის 21 აპრილიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ახალციხის, ასევე ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ სასამართლო „განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „ბოლნისის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ბოლნისის, ასევე, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებზე.“ სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლო განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს; შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის. |
შენიშვნა: შეფასება მოიცავს მარნეულისა და დმანისის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით“.
სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ კასპის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით იხილავს მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. მას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს გორის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც; შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს კასპის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: ,,2011 წლის 1 ნოემბრიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ გურჯაანის, აგრეთვე ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებზე.”
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „გურჯაანის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ლაგოდეხისა და ყვარლის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2009 წლის 2 დეკემბრიდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ზესტაფონის, ასევე თერჯოლისა და ხარაგაულის რაიონებზე.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „ზესტაფონის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს თერჯოლისა და ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: ,,2012 წლის ნოემბრიდან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით წალკის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლის აპარატი.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს წალკის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: ,,2012 წლის ნოემბრიდან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით წალკის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლის აპარატი.“
შენიშვნა: შეფასება მოიცავს წალკის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2009 წლის 2 დეკემბრიდან ამოქმედდა თელავის გაერთიანებული რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქციაც გავრცელდა გურჯაანისა და ახმეტის რაიონებზე.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ რაიონული/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ახმეტის მაგისტრატი სასამართლო.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განსაზღვრულია ოთხი მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც პირველი ინსტანციის წესით, ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, განიხილავენ მათ განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მათ უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ გორის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც; შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2009 წლის 10 სექტემბრიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ ოზურგეთის, ასევე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე… მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: „მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“ ასევე, აღნიშნულია, რა სახის დავები შეიძლება განიხილოს მაგისტრატმა სასამართლომ და რა სახის დავებზე შეიძლება გავრცელდეს რაიონული სასამართლოს იურისდიქცია. თუმცა, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2012 წლის 20 ნოემბრიდან სამტრედიის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ სამტრედიის, ასევე ხონისა და ვანის რაიონებზე.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ: „სამტრედიის რაიონული სასამართლო – პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ვანისა და ხონის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2007 წლის პირველი მარტიდან საჩხერის რაიონული სასამართლოსა და ჭიათურის რაიონული სასამართლოს გაერთიანების შემდეგ შეიქმნა გამსხვილებული საჩხერის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება საჩხერისა და ჭიათურის რაიონებზე.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადად არის აღნიშნული, რომ რაიონული/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2011 წლის 6 მაისიდან სენაკის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ სენაკის, ასევე აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: აღნიშნულია, რომ რაიონული/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებს. არ არის მითითებული, თუ რა ტერიტორიაზე ვრცელდება მაგისტრატი სასამართლოს იურისდიქცია და რა სახის დავები შეიძლება განიხილოს სენაკის რაიონულმა, აბაშისა და მარტვილის მაგისტრატმა სასამართლოებმა.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე აბაშისა და მარტვილის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2012 წლის 20 ნოემბრიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ სიღნაღის, ასევე საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებზე.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადად არის აღნიშნული, რომ რაიონული/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. არ არის მითითებული, თუ რა ტერიტორიაზე ვრცელდება მაგისტრატი სასამართლოს იურისდიქცია და რა სახის დავები შეიძლება განიხილოს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაგისტრატმა სასამართლოებმა.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე აბაშისა და მარტვილის მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2012 წლის 19 ნოემბრის N1/328 გადაწყვეტილებით შეიქმნა ცაგერის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადი სახით აღნიშნულია, რომ რაიონული/მაგისტრატი სასამართლოები განიხილავენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „ხაშურის რაიონული სასამართლოს იურისდიქცია განსაზღვრულია ხაშურის, ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.“
სასამართლო განსჯადობის შესახებ განთავსებულია არასრული ინფორმაცია: ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით აღნიშნულია: „ხაშურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და იხილავს კანონმდებლობით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ქარელის მაგისტრატ სასამართლოს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „2009 წლის 10 სექტემბრიდან, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებულია ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონული სასამართლოები. გაერთიანებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.“
სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით აღნიშნულია: „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის მიზნით ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც პირველი ინსტანციის წესით, ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, განიხილავენ მათ განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საჭიროების შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეებსაც.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შენიშვნა: შეფასება მოიცავს ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს მაგისტრატ სასამართლოებს.
შეფასება - 2 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით განთავსებულია სრული ინფორმაცია: „თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ყვარლის, წალკის, ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“
სასამართლოს განსჯადობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია არასრული ინფორმაცია: ზოგადად არის აღნიშნული, რომ „სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება აპელაციის წესით.“ შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული არ არის.
შეფასება - 3 ქულა
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებით განთავსებულია სრული ინფორმაცია: „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები დასავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნა: აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის რაიონული, ბათუმის, ფოთის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“ სასამართლოს განსჯადობის შესახებ გამოქვეყნებულია სრული ინფორმაცია: „სააპელაციო სასამართლოში მოქმედებს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და საგამოძიებო კოლეგია. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენებაზე და მათი ვადის გაგრძელებაზე. საგამოძიებო კოლეგიაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ბრძანება (დადგენილება), რომლითაც მოსამართლემ იმსჯელა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე და სხვა.“ |