3 ქულა – გათვალისწინებულია თანაბარი თანამდებობრივი სარგო ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოს ანალოგიური კატეგორიისა და პოზიციის მოხელისთვის (სასამართლოს მენეჯერი, სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე, მანდატური).
2 ქულა – გათვალისწინებულია არათანაბარი თანამდებობრივი სარგო ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოს ანალოგიური კატეგორიისა და პოზიციის მოხელისთვის და განსხვავებები დასაბუთებულია.
1 ქულა – გათვალისწინებულია თანაბარი თანამდებობრივი სარგო ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოს მენეჯერის, სხდომის მდივნის, მოსამართლის თანაშემწის ან მანდატურისთვის (ერთ-ერთის შემთხვევაში მაინც).
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 3 ქულა
Საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის მონიტორინგის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მენეჯერების, თანაშემწეებისა და მდივნების თანამდეობრივი სარგო მთელი საქართველოს მასშტაბით გაათანაბრა. Საქართველოს სასამართლო გუშაგი აღნიშნულ თემას ადვოკატირებდა სხვადასხვა ფორმით, ამასთანავე ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, რათა საქართველოს საერთო სასამართლოებში გათანაბრებულიყო მოხელეთა ანაზღაურება.