3 ქულა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულია სახელმძღვანელო დოკუმენტი სასამართლოში თანაბარი დატვირთულობის უზრუნველყოფის მიზნით; ამავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეისწავლის მოსამართლეთა პროცენტული დატვირთულობის მაჩვენებელს და უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას თანაბარი დატვირთულობის მიზნით.
2 ქულა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეისწავლის მოსამართლეთა პროცენტული დატვირთულობის მაჩვენებელს და უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას თანაბარი დატვირთულობის მიზნით.
1 ქულა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეისწავლის მოსამართლეთა პროცენტული დატვირთულობის მაჩვენებელს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საჯარო ინფორმაცია
შეფასება - 0 ქულა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ.“ აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე ნორმა ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეთა თანაბარ დატვირთულობაზე; მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტრონული პროგრამა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობას (პროცენტული დატვირთვის მაჩვენებელს) სპეციალიზაციის მიხედვით არ ამუშავებს; შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ შეისწავლის მოსამართლეთა პროცენტული დატვირთულობის მაჩვენებელს და არ ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მოსამართლეთა თანაბარი დატვირთულობის უზუნველყოფის მიზნით.